Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღე

დღეს ჩვენი ტრენინგის მეცხრე დღეა...
ალბათ ყველაზე დატვირთული და მღელვარე. ჩვენი პროექტების პრეზენტაციები გავაკეთეთ და ავტვირთეთ კიდეც. ვთვლი რომ საკმაოდ ვიშრომეთ, თუმცა რომ არა ჩვენი ტრენერის მოთმინება და პროფესიონალიზმი, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევა.
 ძალიან მომწონს ინტელის მზა რესურსები და აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ. სამუშაო ბევრია... მასწავლებლებისთვის ცოტა დაძაბული დღეებია, სემესტრის ბოლოა და გარკვეულწილად ამან დამაბრკოლა, უკეთესად შემეძლო მემუშავა, თუმცა ყველაფერი წინაა...
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, December 7, 2013

მეექვსე დღე

დავასრულე ბუკლეტზე მუსაობა და ავტვირთე დრაივზე, შემდეგ გავაზიარე ბლოგზე. გავაგრძელე პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გრაფა და შეფასების დროის ჩარჩო.

მეოთხე-მეხუთე დღე

ინტერნეტის გამორთვის გამო მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსიას ერთად ვაკეთებ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავამატე ესგ სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები, მოსწავლეების ამოცანები-სწავლების შედეგები და ვიმსჯელეთ  მიმართულების მიმცემ კითხვებზე. გავარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თითქმის დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა.

ჩემი პუბლიკაცია

ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, November 24, 2013

მესამე დღე

მესამე დგის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე ტრენერის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საშინაო დავალების სახით უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი ან გაზეთი პროექტის თემის პუბლიკაციის მიზნით. ასევე კარგად უნდა გადავხედოთ საკითხავ მასალას, სანიმუშოდ მოცემულ გეგმებს და რესურსებს

Saturday, November 23, 2013

მეორე დღე

მეორე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ იდეების პრეზენტაცია, რამდენიმე მართლა საინტერესო იყო. ტრენერმაც გამოთქვა თავისი აზრი, იყო გარკვეული შენიშვნები და რჩევები, რასაც გავითვალისწინებთ აუცილებლად. მოგვცა დავალება, უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმაზე.