დღეს ჩვენი ტრენინგის მეცხრე დღეა...
ალბათ ყველაზე დატვირთული და მღელვარე. ჩვენი პროექტების პრეზენტაციები გავაკეთეთ და ავტვირთეთ კიდეც. ვთვლი რომ საკმაოდ ვიშრომეთ, თუმცა რომ არა ჩვენი ტრენერის მოთმინება და პროფესიონალიზმი, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევა.
ძალიან მომწონს ინტელის მზა რესურსები და აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ. სამუშაო ბევრია... მასწავლებლებისთვის ცოტა დაძაბული დღეებია, სემესტრის ბოლოა და გარკვეულწილად ამან დამაბრკოლა, უკეთესად შემეძლო მემუშავა, თუმცა ყველაფერი წინაა...
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
Saturday, December 21, 2013
Saturday, December 7, 2013
მეექვსე დღე
დავასრულე ბუკლეტზე მუსაობა და ავტვირთე დრაივზე, შემდეგ გავაზიარე ბლოგზე. გავაგრძელე პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გრაფა და შეფასების დროის ჩარჩო.
მეოთხე-მეხუთე დღე
ინტერნეტის გამორთვის გამო მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსიას ერთად ვაკეთებ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავამატე ესგ სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები, მოსწავლეების ამოცანები-სწავლების შედეგები და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. გავარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თითქმის დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა.
Sunday, November 24, 2013
მესამე დღე
მესამე დგის რეფლექსია
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე ტრენერის რეკომენდაციების გათვალისწინებით. საშინაო დავალების სახით უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ბუკლეტი ან გაზეთი პროექტის თემის პუბლიკაციის მიზნით. ასევე კარგად უნდა გადავხედოთ საკითხავ მასალას, სანიმუშოდ მოცემულ გეგმებს და რესურსებს

Saturday, November 23, 2013
მეორე დღე
მეორე დღის რეფლექსია
მოვახდინეთ იდეების პრეზენტაცია, რამდენიმე მართლა საინტერესო იყო. ტრენერმაც გამოთქვა თავისი აზრი, იყო გარკვეული შენიშვნები და რჩევები, რასაც გავითვალისწინებთ აუცილებლად. მოგვცა დავალება, უნდა ვიმუშაოთ პროექტის გეგმაზე.

პირველი დღე
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანით ტრენინგის პროგრამას.ტრენერმა გაგვაცნო ამ ტრენინგის მნიშვნელობა, თუ რაში გამოგვადგება ეს ტრენინგი. გაგვაცნო პროექტის გეგმის შაბლონი, 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.ტრენერმა მოგვცა პირველი დავალებაც, კერზოდ პროექტისათვის იდეების მოფიქრება.

Subscribe to:
Posts (Atom)