დღეს ჩვენი ტრენინგის მეცხრე დღეა...
ალბათ ყველაზე დატვირთული და მღელვარე. ჩვენი პროექტების პრეზენტაციები გავაკეთეთ და ავტვირთეთ კიდეც. ვთვლი რომ საკმაოდ ვიშრომეთ, თუმცა რომ არა ჩვენი ტრენერის მოთმინება და პროფესიონალიზმი, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ შედეგის მიღწევა.
ძალიან მომწონს ინტელის მზა რესურსები და აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ. სამუშაო ბევრია... მასწავლებლებისთვის ცოტა დაძაბული დღეებია, სემესტრის ბოლოა და გარკვეულწილად ამან დამაბრკოლა, უკეთესად შემეძლო მემუშავა, თუმცა ყველაფერი წინაა...
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
Saturday, December 21, 2013
Saturday, December 7, 2013
მეექვსე დღე
დავასრულე ბუკლეტზე მუსაობა და ავტვირთე დრაივზე, შემდეგ გავაზიარე ბლოგზე. გავაგრძელე პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გრაფა და შეფასების დროის ჩარჩო.
მეოთხე-მეხუთე დღე
ინტერნეტის გამორთვის გამო მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსიას ერთად ვაკეთებ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავამატე ესგ სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები, მოსწავლეების ამოცანები-სწავლების შედეგები და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე. გავარჩიეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. თითქმის დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა.
Subscribe to:
Posts (Atom)